ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის AML განყოფილების უფროსი

CredLine

კომპანია CredLine აცხადებს ვაკანსიას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) განყოფილების უფროსის თანამდებობაზე .თბილისში

 

საფინანსო ორგანიზაცია Credline 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. დაარსების დღიდან Credline დინამიურად ვითარდება და ქმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ, პარტნიორული თანამშრომლობის გამოცდილებას, რის გამოც წლებია მათი ლოიალურობა განსაზღვრავს ჩვენი საქმიანობის წარმატებას,სტაბილურობას და სანდოობას. ამჟამად Credline-ის სერვის ცენტრები წარმოდგენილია თბილისში,  მარნეულში , ქუთაისსა და ბათუმში.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

 

ძირითადი ფუნქციები:

  • კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პონტეციური რისკების იდენტიფიკაცია;
  • მომხმარებლების და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება;
  • საეჭვო გარიგებების დროულად და ეფექტურად აღმოფხვრა
  • გაძლიერებული სათანადო შემოწმების პროცედურები,მაღალი რისკის კლიენტებთან მიმართებაში;
  • კლიენტების გადამოწმება ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობთა საერთაშორისო სიებში, ასევე, შესაბამის ფინანსურ და სხვა ტიპის სანქცირებულ პირთა სიებში;
  • სისტემური პროცედურული სისუსტეებისა და დამატებითი ტრეინინგის საჭიროების დადგენა და კონტროლი
  • ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია რეგულაციებთან შესაბამისობის კუთხით.
  • ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება
  • თანამშრომლების კონსულტირება ფულის გათეთრების პოლიტიკის და ინსტრუქციის მოთხოვნებთან დაკავშირებით;
  • საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან მონიტორინგს დაქვემდებარებული  ტრანზაქციების შესაახებ ანგარიშის შედგენა და შესაბამისად გადაგზავნა;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ანგარიშის შედგენა და გაგზავნა

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო ან იურიდიული მიმართულებით.
  • მინიმუმ ორი წლის გამოცდილება ფინანსური მომსახურების სფეროში
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel) მაღალ დონეზე
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

ზოგადი უნარები:

  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი
  • ანალიზის და რეპორტინგის უნარი

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატე გორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტონულ  მისამართზე: Vacancy@credline.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

 

კრედლაინი გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 17/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: