ფონდების მოძიების სპეციალისტი

ფოლადის სახლი

„ფოლადის სახლი”,  ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ფონდების მოძიების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფონდების მოძიების მენეჯერის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს: ფინანსური რესურსების მობილიზების კუთხით ორგანიზაციის მხარდაჭერა, საპროექტო იდეებსა და განაცხადებაზე მუშაობა, სხვადასხვა უწყებებთან  კომუნიკაციის სტრატეგიის აღსრულება (მათ შორის აწარმოე საქართველო და აშ);  ორგანიზაციის მხარდაჭერა სტრატეგიულ  ან/და პოტენციურ პარტნიორებთან ეფექტიან კომუნიკაციაში.

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  •  ბიზნესის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური რესურსების მოძიება;
  • საგრანტო კონკურსების მუდმივი მონიტორინგი;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის აუქციონების მონიტორინგი;
  • საპროექტო განაცხადების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტთან,  პროექტების კოორდინატორებთან აქტიური თანამშრომლობით;
  • ორგანიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის საჭირო ფინანსური და სხვა რესურსების მოძიება;
  • პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტიანი, პროაქტიული და თანამშრომლობითი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ამ მიზნით, მათთან პერიოდული შეხვედრების ორგანიზება, ინფორმაციის გაზიარება, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ფორმატების იდენტიფიცირება;
  • მიმდინარე პროექტის მართვაში, პროექტის გუნდის მხარდაჭერა კომუნიკაციასა და ანგარიშგების პროცესის მართვაში;
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, წარდგენა შესაბამის უწყებებში ვადების დაცვით, პროცესის ზედამხედველობა;
  • პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერ პარტნიორთან, საჯარო უწყებებთან ეფექტურ კომუნიკაციაზე პასუხისმგებლობა;
  • სხვადასხვა საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციების მომზადება და კომპანიის მენეჯმენტისთვის ინფორმაციის გაცნობა.
  • საქართველოს ბაზარზე ბიზნესის მხარდაჭერის ნებისმიერი პროექტის (სახელმწიფო ან/და უცხოური ორგანიზაციები) შესახებ ინფორმაციის ფლობა, სიახლის ოპერატიულად გაცნობა და კომპანიის მენეჯმენტთან პრეზენტაციის სახით წარდგენა.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უმაღლესი განათლება საჯარო ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ბიზნესის მართვის და სხვა რელევანტურ დარგებში;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა და ორივე ენაზე აკადემიური წერის სრულყოფილი უნარები;
  • მინიმუმ, 1-წლიანი გამოცდილება ფონდების მოძიების, მენეჯმენტის და სხვა რელევანტური საქმიანობის მიმართულებით;
  • თანამშრომლებთან აქტიური და ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებელი და პროაქტიული მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზების და მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებული;
  • ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკებების და დეტალების მართვის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი- სამგორის  რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ  05/053
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, შაბათი - მოკლე სამუშაო დღე.  

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge 

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ფონდების მოძიების სპეციალისტი

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

„ფოლადის სახლი” სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. კომპანია ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის გაძლიერებას.

კომპანია „ფოლადის სახლის“ შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 01/10/2020
ბოლო ვადა: 15/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: