ფონდების მოძიების სპეციალისტი ახმეტაში

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი KRDF 2008 წლიდან აქტიურად მუშაობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, დევნილების, მიგრანტების,

ქალებისა და ახალგაზრდების გასაძლიერებისა და განვითარებისთვის. დღეს, ფონდი მუშაობს როგორც კახეთის რეგიონში, ისე ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

 

KRDF აცხადებს ვაკანსიას ფონდების მოძიების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოძიება და მათთან შედეგიანი თანამშრომლობა;
  • საგრანტო კონკურსების მოძიება;
  • საგრანტო განაცხადებისა და პროექტების მომზადება და წარდგენა;
  • ფონდების მოძიებისათვის საჭირო, სხვა აქტივობების განხორციელება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს)
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • პროექტების წერის სრულყოფილად ცოდნა
  • ინგლისური ენის სრულყოფილად  ცოდნა

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და თქვენ მიერ დაწერილი და დაფინანსებული 3 პროექტი ელ. ფოსტის მისამართზე info.krdf@krdf.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


სრული განაკვეთი
ახმეტა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 31/07/2020
ბოლო ვადა: 13/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: