FinTech დეველოპერი

Vokalz

ჩვენ ვეძებთ ორიენტირებულ და მოტივირებულ ფინანსური ტექნოლოგიის დეველოპერს ჩვენი გუნდისთვის. მიზანი საკმაოდ მარტივია, არსებული წყაროს კოდის და API-ების ადაპტირება ან კონფიგურაცია ჩვენს პლათფორმასთან.

 

ეს სამუშაო შესაძლებელია განაწილებული იყოს რამოდენიმე ადამიანზე, მათი კომპეტენციიდან გამომდინარე. განიხილება კონსულტირების ვარიანტიც.

მიზნები:

  •  განიხილოს და შეაფასოს ღია წყაროს გადაწყვეტილებები, უზრუნველყოს ხელმისაწვდომი API, გადამყვანები და მოდულები;
  •  ციფრული საფულის შექმნა, ღია წყაროს ან არსებული კოდის გამოყენებით;
  •  გადახდის მარტივი დამუშავების კარიბჭის შექმნა, ღია წყაროს ან არსებული კოდის გამოყენებით;
  • უზრუნველყოს გადახდის ქსელებთან და გაცვლასთან კავშირი;
  •  მოახდინოს ყველა ამ გადაწყვეტილების ინტეგრირება ჩვენს სისტემებზე;
  •  უზრუნველყოს უზადო შესრულება და მაღალი საიმედოობა;

საჭირო უნარები:

  •  გადახდის სისტემებთან და კრიპტოვალუტასთან მუშაობის გამოცდილება და მათი მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  Python  ან JavaScript-ის დეველოპერული უნარები;
  •  სხვადასხვა ოპერაციული სისტემების კარგი ინტეგრაციის უნარი, მობილურით და ონლაინ სარგებლობის;
  •  მოტივირებული, თვითმართული და დამოუკიდებელი;
  •  ინგლისური ენის კარგი კომუნიკაციის უნარი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hypercube.project@mail.com    და "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი CV ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია

განხილულ იქნას კომპანიის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 07/07/2020
ბოლო ვადა: 02/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: