ფინანსური მენეჯერის თანაშემწე

ორეი

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს. "ორეი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე. პოზიციის მდებარეობა: თბილისი, ავჭალა სამუშაო გრაფიკი: სრული ხელფასი: 400 ლარი (მზარდი) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ფინანსური და გაყიდვების მონაცემების ანალიზის მომზადებაში დახმარება; ** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც); ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel სავალდებულოა). პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე tamuna@orei.ge და გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური მენეჯერის თანაშემწე". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

400 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/06/2020
ბოლო ვადა: 04/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: