ფინანსური მენეჯერი მცხეთაში

ლიდერფუდი

კომპანია „ლიდერფუდი“ 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. 2017 წლის შემოდგომიდან წარმოება განაგრძო ახალ საწარმოში, რომლის სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს და მდებარეობს მცხეთაში. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.

 

ხორცპროდუქტების კომპანია ,,ლიდერფუდი’’ აცხადებს ვაკანსიას ,,ფინანსური მენეჯერის’’ პოზიციაზე.

 

თანამდებობრივი ინსტრუქცია

  • დეპარტამენტი: ფინანსური დეპარტამენტი
  • დაკავებული თანამდებობა: ფინანსური მენეჯერი
  • უშუალო ხელმძღვანელი დირექტორი.
  • სამუშაო ადგილი (ქალაქი, მისამართი): მცხეთა, სამხედროს ქ.73

 

მოვალეობები და ფუნქციები

ძირითადი მოვალეობა:

  • კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების ორგანიზება და მართვა;
  • კომპანიის ფინანსების და მიმდინარე ხარჯების მართვა;
  • საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი;
  • ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
  • კომპანიის მიმდინარე ფინანსური ანგარიშების (ყოველთვიური, კვარტალური, საბოლოო) წარმოება;
  • ზემდგომი პირებისათვის კომპანიის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კომპანიის ფინანსური ინტერესების წარდგენა მესამე პირებთან ურთიერთობისას;
  • დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
  • თვითღირებულებებისა და რენტაბელურობების განსაზღვრა შესაბამის სამსახურებთან ერთად;
  • მიმდინარე ვალდებულებების დროული გადახდები და ვადების კონტროლი;
  • მიმდინარე ბუღალტრული გატარებების და ბარათების მონიტორინგი (გარკვეული გატარებების)
  • დებიტორ-კრედიტორებთან შედარება და შედარების აქტის გაფორმება პერიოდულად;
  • კრედიტორებთან (ძირითადად საიჯარო და სხვა მომსახურებაზე) ხელშეკრულების შედგენა და გაფორმება;
  • პერიოდულად ობიექტებზე მისვლა და სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • ობიექტებზე მისვლა და ბუღალტრული ბარათების (ძირითადად 1110) შემოწმება;
  • ბუღალტრული გატარებების წარმოება, ძირითადად 1110 და 1210 ბარათებზე.
  • სხვა მოვალეობები რაც დაკავშირებულია ან არ არის დაკავშირებული ფინანსურ საქმიანობასთან. (საჭიროების მიხედვით)

 

 

ვალდებულებები:

  • შინაგანაწესის დაცვა;
  • კონფიდენციალურობის დაცვა;
  • სამსახურში დროულად გამოცხადება;
  • სრულყოფილად შესრულება დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების;
  • პრობლემის ხელმძღვანელთან დაფიქსირება;
  • კომპანიის იმიჯის მოფრთხილება;

 

უფლებები:

  • პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა;
  • საჭირო ინვენტარის მოთხოვნა;
  • კადრის მოთხოვნა;
  • მისი უფლებამოსილების ფარგლებში განკარგულებების და მითითებების მიცემა;
  • დოკუმენტაციის ხელმოწერით უზრუნველყოფა;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ: გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lider-food.ge . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ხორცპროდუქტების კომპანია ,,ლიდერფუდი’’ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.


სრული განაკვეთი
მცხეთა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 18/03/2020
ბოლო ვადა: 15/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: