ფინანსური მენეჯერი

კავკასიის ინვესტიციებისა და ფინანსების კორპორაცია

საინვესტიციო კომპანია სს "კავკასიის ინვესტიციებისა და ფინანსების კორპორაცია" რომლის მართვაშია ლითონ ნაკეთობათა, ავეჯისა და  საღებავების წარმოებები, ქალაქ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ასევე პროექტები სამშენებლო და სარემონტო მიმართულებით აცხადებს ფინანსური მენეჯერის ვაკანსიას.

ორგანიზაცია არის განვითარების საწყის ეტაპზე, გააჩნია ამბიციური მიზნები, მის მისაღწევად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ფინანსური რესუსრსი. თუ გსურთ იყოთ თანამშრომლობაზე,  განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული სწრაფად მზარდი კორპორაციის შექმნის თანამონაწილე შეიძლება ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

იდეალური კანდიდატი იქნება განვითარებაზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე პროფესიონალი რომელსაც აქვს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება და სურს თავისი კარიერის განვითარება ფინანსური მართვის მიმართულებით.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ბუღალტრული, ფინანსური, მართველობითი და საგადასახადო აღრიცხვა და ანგარიშგება;
  • ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური მარაგების, დებიტორულ კრედიტორული დავალიანებების და ფულადი სახსრების მოძრაობის, დაგეგმვა, აღრიცხვა და ანალიზი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით;
  • წარმოების და სხვა ნორმების დადგენა ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების და ოპტიმიზაციის მიზნით;
  • შიდა კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფა;
  • ბიუჯეტირების პროცესის წარმართვა და მისი შესრულების მონიტორინგი;
  • აუდიტის პროცესის ორგანიზება და მის შედეგებზე პასუხისმგებლობა.

 

მოთხოვნები:

  • შესაბამისი უმაღლესი განათლება;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური დაგეგმარების, ანალიზის და რეპორტინგის გამოცდილება;
  • ფინანსური სცენარების მოდელირების/პროგნოზირების მეთოდების ცოდნა;
  • ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის და საგადსახადო კანონმდებლობის ცოდნა.

 

ანაზღაურება: 2500 ლარი (დარიცხული)

გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.cifcorp@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურში  მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ მცირე რაოდენობით შერჩეულ კანდიდატებთან.

2000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/09/2020
ბოლო ვადა: 07/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: