ფინანსური აუდიტის მენეჯერი

Nexia TA

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

„ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აუდიტის მენეჯერის  პოზიციაზე.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
  • ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის C1 და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ACCA-ს კურსდამთავრებულ ან მესამე დონეზე მყოფ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური აუდიტის მომსახურების  მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა - ISA სტანდარტების შესაბამისად;
  • აუდიტის პროცესის სრული ციკლის მენეჯმენტი, პროცესის დაგეგმვა, პროექტებისა და დავალებების დელეგირება გუნდის წევრებს შორის;
  • აუდიტის გეგმისა და სამუშაო ფაილების მონიტორინგი;
  • კლიენტ კომპანიების წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია  მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • კომპანიის ფინანსური აუდიტის მომსახურებისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების პროფესიული კომპეტენციების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება  კომპანიაში დანერგილი შეფასების სისტემის შესაბამისად.

 

პიროვნული თვისებები:

  • გუნდის მართვის და მოტივაციის უნარი;
  • დელეგირების და მონიტორინგის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV) ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge  

წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ფინანსური აუდიტის მენეჯერი".

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/01/2021
ბოლო ვადა: 19/02/2021

მსგავსი ვაკანსიები: