ფინანსური ანგარიშგებისა და რეპორტინგის უფროსი ანალიტიკოსი წილკანში

Global Beer Georgia

გლობალ ბიერ ჯორჯია  აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგებისა და რეპორტინგის უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე, წილკანში.

 

Global Beer Georgia (GBG)  ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგს და გაყიდვებს.

კომპანიების ბრენდებია: აისი, კაიაკი, ყაზბეგი, შავი ლომი, კრუშოვიცე,ამსტელი; ჰეინეკენი, და ლიმონათი „ყაზბეგი“. GBG საერთაშორისო კომპანია ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიის და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ,  დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის და გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში.

ფინანსური ანგარიშგებისა და რეპორტინგის უფროსი ანალიტიკოსის ძირითადი მოვალეობაა წარმართოს ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად  ანგარიშის მომზადება, ბიუჯეტირება, მათი ანალიზი და აუდიტის წარმართვა.

 

სხვა ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური თვის, კვარტალისა და  წლის სისტემურ დახურვაში მონაწილეობა;
  • რეპორტების, პრეზენტაციებისა და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და ანალიზისაბრუნავი კაპიტალის კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების კონტროლი;
  • ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, შიდა და გარე აუდიტის გუნდებთან/კომპანიებთან ურთიერთობა;
  • სათაო ოფისისთვის ანგარიშის მომზადება;
  • სამეთვალყურეო საბჭოსთვის პრეზენტაციების მომზადება;
  • სტრატეგიული გეგმების დასახვაში მონაწილეობა;
  • მიმდინარე ფინანსური პროცესების შეფასება და გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების გაწევა;
  • ფინანსური პოტენციალის შესწავლა და სტრატეგიული გეგმების დასახვა;
  • კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების კონტროლი
  • გარკვეული დეპარტამენტის ბიუჯეტის მომზადება და დანახაჯთა კონტროლი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 3 წელი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების და რეპორტინგის მიმართულებით
  • უმაღლესი განათლება:  ფინანსების/ბუღალტერიის/ბიზნეს ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • უპირატესობა მიენიჭებათ IFRS და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მცოდნე კანდიდატებს;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, ასევე სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • აუცილებელია MS office-ის მაღალ დონეზე ცოდნა; (განსაკუთრებით Excel  და PowerPoint)

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდის მართვის და გუნდური მუშაობისუნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

 


სრული განაკვეთი
მცხეთა ,  სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 28/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: