ფინანსური ანალიტიკოსი

პსპ ფარმა

კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება (მმართველობითი ფორმები და ფინანსური ანგარიშგების ფორმები);
  • ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესის მართვა;
  • “ფასს” სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი და ახალი სტანდარტების დანერგვა;
  • წლიური ბიუჯეტის შედგენა და შემდგომი ანალიზი; ფაქტიურ მონაცემებთან შედარება და გადახრების იდენტიფიცირება და გამოკლვევა;
  • წლის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობის, შედეგებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება;
  • კოეფიციენტების ანალიზი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამოვლენისთვის და კონტროლისთვის;
  • გაუფასურების ინდიკატორების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გაუფასურების ტესტის ჩატარება;
  • საინვესტიციო პროექტების შეფასებაში მონაწილეობის მიღება - ტექნიკური დავალებების შესრულება; შესაძლო რისკების ანალიზი;
  • ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
  • ფინანსური/ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი და მათი კომპანიაზე გავლენის იდენტიფიცირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბიზნესის ადმინისტრირებაში(უპირატესობად ჩაითვლება მაგისტრის ხარისხი);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel -ის სრულყოფილი ცოდნა;
  • ACCA - F1-F9, CFA Level 1 ჩაითვლება უპირატესობად;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართული პრეზენტაციის ჩატარების უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაცია.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 14 მაისი.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/04/2021
ბოლო ვადა: 14/05/2021

მსგავსი ვაკანსიები: