ფინანსური ანალიტიკოსი

საკონსულტაციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ფინანსურ დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია აუდიტორად მუშაობის გამოცდილებაც; ** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** სასურველია კანდიდატს სწავლა ჰქონდეს გაგრძელებული შესაბამისი მიმართულებით (მაგისტრატურა, CFA, ACCA ან სხვა); ** IFRS-ის მინიმუმ საშუალო დონეზე ფლობა; ** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა. ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** ფინანსური და მენეჯერული რეპორტინგის აწყობა და წარმოება; ** კომპანიის ფინანსური აუდიტის პროცესში კომპანიის ინტერესების დაცვა, აუდიტისათვის შესაბამისი ინფორმაციების მომზადება; ** სხვადასხვა საკონსულტაციო ამოცანების გადაწყვეტა. პიროვნული თვისებები: ** კარგი ანალიტიკური უნარები ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** გუნდურად მუშაობის უნარი ** დროის ეფექტიანად მართვა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00 სთ.). ანაზღაურება: ** პირველი 3 თვე, გამოსაცდელი პერიოდი, თვეში gross 1, 000 ლარი. ** მეოთხე თვიდან მინიმუმ gross 1, 500 ლარი. თქვენი უშუალო ხელმძღვანელი იქნება ფინანსური ანალიზის დეპარტამენტის უფროსი. ამ ეტაპზე, კომპანიას სურს შეინარჩუნოს კონფიდენციალურობა, რის გამოც მისი სახელი არ არის მითითებული მოცემულ ვაკანსიაში. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: hrcompanytemp@gmail.com


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/04/2020
ბოლო ვადა: 24/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: