ფილიალის მმართველი
ხალიკ ბანკი საქართველო
დასახელება: ფილიალის მმართველი
მომწოდებელი: სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სს „ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე თბილისში განთავსებულ ფილიალში
სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ წარმოადგენს სს „ყაზახეთის სახალხო ბანკი“-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით
- საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
- ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება
- ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტების კარგად ცოდნა
- ფინანსებისა და ბუღალტერიის პრინციპების კარგად ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენის კარგად ცოდნა
- საოფისე და საბანკო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
უნარები:
- ეფექტური მართვის უნარი, პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი
- ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- პრობლემის იდენტიფიკაციისა და სწრაფად გადაჭრის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
ძირითადი მოთხოვნები:
- ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვა (საბანკო ოპერაციები, იურიდიული და ფიზიკური პირების დაკრედიტება, საბანკო პროდუქტების გაყიდვა, მომხმარებლის ეფექტურად მომსახურება და ა.შ.)
- მომხმარებლის უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის მომსახურებით, გაყიდვების პროცენტული მაჩვენებლების გაზრდაზე ზრუნვა, დამტკიცებული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
- ადგილობრივ ბაზარზე არსებული სიტუაციის შეფასება და ბიზნესის განვითარების მიმდინარე და პერსპექტიული შესაძლებლობების იდენტიფიცირება
- ფილიალის საქმიანობისა და მიმართულების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა ან/და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფილიალის მმართველი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი, 2020 წ. შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 30/07/2020