ფილიალის მენეჯერი რუსთავში

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ.რუსთავში.  

სამუშაო ადგილი: რუსთავის ავტობაზრობა სამუშაო განაკვეთი: სრული  

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტიაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50 მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ფილიალის ბიზნეს შედეგების მართვა;
  • საავტომობილო ბაზრის ზედმიწევნით ცოდნა და მისი პერიოდული ანალიზი;
  • საკრედიტო პორტფელის რისკების მართვა;
  • სალაროს მეურნეობის მართვა და გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა;
  • კლიენტთა მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • საკრედიტო კომიტეტში ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მოტივაციაზე ზრუნვა;
  • კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • პროცესების და პროცედურების მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
  • პერიოდული ანგარიშგებები.

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება;
  • საბანკო-საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • სატრანსპორტო საშუალებების შეფასების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად/ოპერატიულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიკტურობა, მოსმენის უნარი;
  • კონფლიქტების ეფექტურად მართვის უნარი, პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა;
  • ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას.

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ რეზიუმე 2020 წლის 26 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

 

 


სრული განაკვეთი
რუსთავი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 18/10/2020
ბოლო ვადა: 01/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: