ფილიალის მენეჯერი

გაყიდვების კომპანია კოპალა

გაყიდვების კომპანია „კოპალა“ აცხადებს ვაკანსიას თბილისის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე 

სამუშაო ადგილმდებარეობა თბილისი  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს: 

  • გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზის, პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგიურებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; 
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; 
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • ენების ცოდნა: ქართული - კარგად, რუსული და ინგლისური - სასაუბრო დონეზე; 
  • ​საოფისე პროგრამების - MS Office-ს  ცოდნა; 
  • სასურველია მენეჯერის პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გაცმოდილება. 

 

აუცილებელი პიროვნული თვისებები: 

  • ლიდერული უნარები; 
  • დროის ეფექტური მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • ორგანიზების, დაგეგმვისა და მართვის კარგი უნარი; 
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, მოწესრიგებული, დაკვირვებული, სხარტად და პროგრესულად მოაზროვნე; 
  • სტრესულ სიტუაციაში და ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • კონფლიქტების არიდების უნარი; 
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.   

ფუნქცია მოვალეობები: 

  • ფილიალის ყოველკვირეული და ყოველთვიური, მთავარი გეგმის შედგენა და შეთანხმება კომპანიის მენეჯმენტთან; 
  • ფილიალის ყოველდღიური და ყოველკვირეული გეგმის შედგენა მთავარი გეგმის შესაბამისად და მათი გადანაწილება ფილიალის თანამშრომლებზე, კომპეტენციის ფარგლებში; 
  • ფილიალის თანამშრომლების მართვა, მათზე კონტროლის განხორციელება შრომის შინაგანაწესის დაცვისა და დასახული, ჯამური გეგმის შესრულებაზე ზრუნვის მიზნით; 
  • ფილიალის ჯამური გეგმის ანგარიშისა და შედეგების წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისათვის ყოველი კვირის ან/და თვის ბოლოს. 

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება : ფიქსირებული ხელფასი, +ბონუსი გაყიდვებიდან; 
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა; 
  • სამუშაო გრაფიკი: სრული; 
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი, + შაბათი - ნახევარი დღე; 
  • სამუშაო საათები: 
  • ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე; 
  • შაბათი - 14 საათამდე. 
  • მისამართი: ქ.ბათუმი, თაყაიშვილის 28 ა 
  • ტელ: +995 591 45 05 80 

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: contact@copala.ge კანდიდატები გაივლიან მხოლოდ გასაუბრებას.    სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

"subject"-ში მიუთითეთ "კომპანია კოპალას თბილისის ფილიალის მენეჯერი"-ს პოზიცია. 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/10/2020
ბოლო ვადა: 04/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: