ფილიალის მენეჯერი დმანისში

ქალთა ასოციაცია თანხმობა

ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ აცხადებს ვაკანსიას  ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე დმანისში

 

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: 

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ 1995 წლიდან მუშაობს. ორგანიზაცია იღწვის დემოკრატიული, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობისთვის. ორგანიზაცია ხელს უწყობს, ქვეყნის მდგრად განვითარებას, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებით, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით. 

ორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს: www. idpwa,org 

ინფორმაცია პროექტის შესახებ 

ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 2020 წლის იანვარში დაიწყო პროექტის, „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში” განხორციელება, რომელიც დასრულდება 2023 წლის დეკემბერში. 

საქართველოში პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია Hilfswerk International (HWI) (ჰილსვერკ ინთერნეშენალ) სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად:  იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი“  . 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდას საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში, წვლილი შეიტანოს ისეთი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის ჩარჩოს შექმნაში, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას საზოგადოებაში და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას. შერჩეულ გორისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში პროექტის ფარგლებში დაფუძნდება მომსახურების ცენტრები, ე.წ. „მხარდაჭერის სახლები“, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილობრივ მოსახლეობას  მობილური შინმოვლის, ჯანსაღი დაბერების აქტივობების და კონსულტაციის სერვისებით. ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ კადრებს, იმისთვის, რომ მოხდეს ადგილობრივი ჯგუფების/გუნდების გაძლიერება გორსა და დმანისში.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პროფესიული გამოცდილება:  

  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი სოციელურ მეცნიერებებში, ფსიქოლოგიაში , პედაგოგიკაში ან სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება 
  •  ხანდაზმულებთან მუშაობის გამოცდილება,  
  • სოციალური სერვისების მართვის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • ორგანიზაციული მართვის გამოცდილება; 
  • საგრანტო კომპონენტის კოორდინაციის გამოცდილება წარმოადგენს დამატებით ღირებულებას; 
  • არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციფიკის ცოდნა წარმოადგენს დამატებით ღირებულებას; 
  • ქართული და რუსული ენების კარგი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა დამატებითი ღირებულებაა; 
  • ადამიანის უფლებების, ხანდაზმულების უფლებების შესახებ ცოდნა და გამოცდილება; ასევე, უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების სპეციფიკის ცოდნა წარმოადგენს დამატებით ღირებულებას; 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • პასუხისმგებელია „მხარდაჭერის სახლის“ ადგილობრივი ოფისის მართვაზე, მათ შორის, მობილური მოვლის გუნდისა და ჯანსაღი დაბერების გუნდის მართვაზე (თბილისის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით); 
  • ადგილობრივ პროექტებს/“მხარდაჭერის სახლის“ ძირითად საკითხებს წარუდგენს მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს,  
  • პასუხისმგებელია ფილიალისთვის აუცილებელი ფინანსური ოპერაციების განხორციელებაზე ( ასოციაცია „თანხმობა“-ს ცენტრალურ ოფისთან მჭიდრო კოოპერაციით) 
  • მომსახურების შეთავაზებებისთვის (მობილური მოვლა, ჯანსაღი დაბერება)  
  • პროექტის მიერ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე ორგანიზებული აქტივობების მხარდაჭერა 
  • მობილური ზრუნვის და ჯანსაღი დაბერების სერვისების დაგეგმასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება 
  • ხარისხის უწყვეტ მართცვაში, მონიტორინგში და ზრუნვის ხარისხის შეფასებაში  მონაწილეობა (პროექტის გუნდთან ერთად) 
  • მობილური შინმოვლის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად მობილური გუნდის აქტივობების დაგეგმვა და მხარდაჭერა, ხოლო ჯანსაღი დაბერების განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად კი ჯანსაღი დაბერების აქტივობების დაგეგმვა; 
  • ადგილობრივ სამსახურებთან კომუნიკაცია პროექტის მენეჯმენტის გუნდთან ერთად 
  • „მხარდაჭერის სახლის“ ადგილობრივ პერსონალთან ყოველთვიური შეხვედრების ჩატარება და პროექტის კოორდინატორისთვის/დირექტორისთვის ანგარიშების მომზადება; 
  • მულტიპროფესიონალური და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ფასილიტირება 
  • პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და მობილურ მზრუნველთან ერთად საინფორმაციო ვიზიტების განხორციელება, ასევე მოთხოვნილი დახმარების მოდელის დაზუსტება და კონტრაქტის მენეჯმენტის კუთხით დახმარება 
  • ახდენს მოვლის ხარისხის ზოგად მონიტორინგსა და შეფასებას 
  • ახდენს ორგანიზაციული და პროცედურული დოკუმენტებისა და გაიდლაინების, კონცეფციებისა და მოვლის კონცეფციების აღწერილობის განხილვას და შემდგომ ადაპტირებას, ასევე უზრუნველყოფს მათ განხორციელებას და ადგილობრივ პრაქტიკაზე მორგებას 

 

ძირითადი პიროვნული უნარები 

  • ლიდერული უნარ-ჩვევები 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; მათ შორის: აქტიური მოსმენის და ნეგატიური უკუკავშირის გაცემის უნარი; 
  • საბაზისო ცოდნა საბუღალტრო და ფინანსურ სფეროში 
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
  • მრავალმხრივი ამოცანების გადაჭრის უნარი; 
  • გამართული წერის უნარი.  
  • მოვლის საჭიროების მქონე ხანდაზმულებთან მუშაობის მიმართ დადებითი დამოკიდებულება და მათი ბიოგრაფიით დაინტერესება, შემთხვევების გააზრება 
  • ემპათია, ღიაობა 
  • პრაქტიკული შეფასების უნარი, ორგანიზაციული კომპეტენცია 
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება 
  • კონფლიქტის გადაჭრის კომპეტენცია, ინტერესთა კონფლიქტთან და ურთიერთობებში არსებულ კონფლიქტთან გამკლავების უნარი 
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები 

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე:  mpochkhua@gmail.com  2021 წლის 30 იანვრამდე.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებებს! 


სრული განაკვეთი
დმანისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/01/2021
ბოლო ვადა: 30/01/2021

მსგავსი ვაკანსიები: