ფარმაცევტი

ახალი ხედვა

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფარმაცევტი. სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 10:00-19:00 სთ, ორშაბათი-შაბათი სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა ფშაველას 27 ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის აგროვება შეკვეთის შესაბამისად; ** პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა; ** პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი; ** რეცეპტის გაცნობა/შესაბამისი ფარმაცევტული კონსულტირება; ** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი , როგორც მედიკამენტების ასევე ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება; ** რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა; ** სამკურნალო და პარაფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად; ** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა; ** მომხმარებლისთვის ხარისხიანი სწრაფი მომსახურების გაწევა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან საშუალო ფარმაცევტული განათლება; ** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა პიროვნული თვისებები/უნარები: ** კომუნიკაბელური; ** ენერგიული, ორგანიზებული; ** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "ფარმაცევტი" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან. შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/04/2020
ბოლო ვადა: 08/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: