ეთიკისა და კომპლაენს სპეციალისტი

ვიონი საქართველო

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

 

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:

https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

 

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ეთიკისა და კომპლაენს სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში კორპორაციული  ეთიკის კულტურის განვითარების მხარდაჭერა
  • კომპანიის პოლიტიკების, პროცესებისა და პროცედურების ადაპტირებასა და დანერგვაში ეთიკისა და კომპალენს მენეჯერის დახმარება
  • კომპანიის მხარდაჭერა ქცევის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვასა და დაცვის შემოწმებაში
  • კომპლაენს პროგრამისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების ზოგადი ფუნქციონირების პოლიტიკებისა და პროცესების შემუშავება, ინიცირება, შენარჩუნება და გადასინჯვა უკანონო, არაეთიკური ან არამართლზომიერი ქცევის აღკვეთის მიზნით. პროგრამის ყოველდღიური ფუნქციონირების მართვაში კომპლაენს მენეჯერის მხარდაჭერა.
  • არსებული და პოტენციური მიმწოდებლების საქმიანობის კომპლექსური შეფასების (დიუ დილიჯენსის) განხორციელება და მესამე მხარის სკრინინგის პროცესში კომპლაენს მენეჯერის დახმარება.
  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით შესაბამისი პროცესების მხარდაჭერა და კომპანიის პოლიტიკების, პროცედურების ადაპტირება და დანერგვა.
  • კომპლაენს პროგრამისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი, მისი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი ზომების მიღება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება იურიდიული/საერთაშორისო სამართლის/საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ან ეკონომიკური და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • 1-3 წელი მუშაობის გამოცდილება ფინანსური მონიტორინგის, აუდიტის, იურიდიულ ან ეთიკისა და შესაბამისობის/კომპლაენს მიმართულებით
  • საქართველოსა და საერთაშორისო ანტიკორუფციული კანონმდებლობის (FCPA) ცოდნას ან მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა
  • ქართული ენის ( წერითი, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური  (advanced +)  და რუსული (intermediate+) ენების ცოდნა  (წერითი, სასაუბრო)
  • პრეზენტაციის უნარი; ტრეინინგისა და სემინარის ჩატარების გამოცდილება
  • ანგარიშგების  მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე 2020 წლის 29 ივნისის ჩათვლით.

 

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/06/2020
ბოლო ვადა: 29/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: