ERP პრისეილერი/სტაჟიორი

ბიდიო

კომპანია ბიდიო  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  ERP პრისეილერის პოზიციაზე 

 

„ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, 

იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი. 

BDO-ს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიმართულებას, ბაზარზე ყოფნის 13 წლის მანძილზე საქართველოს ლიდერ კომპანიებთან 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული და ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP -ის და 1C-ის უმსხვილესი პარტნიორია საქართველოში. 

 

 

ვაკანსიის დასახელება: ERP  პრისეილერი/სტაჟიორი 

ხანგრძლივობა : 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში 

ადგილმდებარეობა : ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი 

სამუშაო საათები : სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00 

 

აღწერა 

ფუნქცია/მოვალეობები: 

  • კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკების პროცესში კომუნიკაციის წარმოება 
  • კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათი გადაწყვეტის გზების პოვნა პროგრამაში 
  • სადემონსტრაციო ბაზების ადაპტირება კლიენტთან პრეზენტაციისთვის და პრეზენტაციების ჩატარება 
  • პროგრამული პროდუქტის განვითარების საჭიროებების გამოვლენა  
  • კომერციული წინადადების მომზადება 
  • ხელშეკრულებების მომზადება და კლიენტის მხრიდან ვალდებულებებს შესრულების მონიტორინგი 

 

 მოთხოვნები: 

  • განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები) 
  • სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა 
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსულის ცოდნაც 
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა  

 

პიროვნული თვისებები: 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • მოლაპარაკების წარმოებს უნარი 
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი 
  • ორგანიზებულობა 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი 
  • ანალიტიკური  და ლოგიკური აზროვნების უნარი 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 

 

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, სექტემბერში დაიგეგმება ტესტირება და შემდგომ გასაუბრება. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ERP პრისეილერი/სტაჟიორი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28.08.2020  

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), 

ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, 

რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, 

შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, 

პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, 

შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) 

ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, 

რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ. 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/08/2020
ბოლო ვადა: 28/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: