ERP სისტემის ადმინისტრატორი

ავერსი ფარმა

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ERP სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ.თბილისში.  

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სისტემის დანერგვასა და გაშვებაში სრულად ჩართულობა;
  • სისტემის პროვაიდერთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და ოპტიმიზაციაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • ERP-ისთან დაკავშირებული სხვადასხვა სისტემის ანალიზი, მათი უპრობლემო სინქრონიზაციის მისაღებად;
  • „მასტერ დატა“-ს შექმნაში აქტიური მონაწილეობა, რეკომენდაციების გაცემა და მუდმივი კონტროლი;
  • სხვადასხვა რგოლისთვის რეპორტინგის სისტემის აწყობა და მართვა;
  • მომხმარებლების უფლებების გაწერა და კონტროლი;
  • სისტემის მომხმარებლების მხარდაჭერა;
  • პერიოდული ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის;
  • სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, IT ან ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომპიუტერული და ტექნიკური უნარები;
  • 1C ERP-სთან მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
  • Microsoft Office-ის ცოდნა (ექსელის მაღალ დონეზე ფლობა); 
  • მონაცემების დამუშავებისა და ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან დაგვიკავშირდით

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  25.01..2021. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/01/2021
ბოლო ვადა: 25/01/2021

მსგავსი ვაკანსიები: