ელექტროტექნიკის ინჟინერი

ინტელკომ ჯგუფი

შპს „ინტელკომ ჯგუფი“,  ერთ-ერთი წამყვანი ქართული კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას ელექტროტექნიკის ინჟინრის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი) შვებულება: 24 დღე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება, ელექტრონიკის ან ელექტრო ინჟინრის კვალიფიკაციით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;

 

პირადი თვისებები:

  • სწრაფი ათვისების უნარი;
  • მაღალი შრომისუნარიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული.

 

მიმართულებები

  • უწყვეტი კვების წყაროები (UPS);
  • აკუმულატორები;
  • მზის პანელები და ინვერტორები
  •  მოვალეობები:
  • დიაგნოსტიკა და შეკეთება.
  • პროექტირება და ინსტალაცია.

 

შრომის ანაზღაურება:

  • 1500-2000 ლარი თვეში, კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
  • გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე. (ხელფასი გამოსაცდელ პერიოდში ხელფასის 80%)

კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულს სამედიცინო დაზღვევით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტაზე: vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითონ სასურველი პოზიციის დასახელება (ელექტროტექნიკის ინჟინერი).

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 12/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: