ელექტრონული კომერციის ბაზრის დირექტორი/CEO

The Stream

ვეძებთ ელექტრონული ბაზრის დირექტორს (CEO), რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი, მაღალი პოტენციალის მქონე სავაჭრო ადგილის  მართვასა და განვითარებაზე.

დირექტორმა უნდა წარმართოს მრავალი პროექტი, მართოს მულტიფუნქციური გუნდები და დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობები მომწოდებლებთან.

მან კრეატულად უნდა გადაწყვიტოს პრობლემები, გამოწვევები აქციოს შესაძლებლობებად. შეძლოს მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მიიღოს სტრატეგიული და ტაქტიკური გადაწყვეტილებები, რაც დაეხმარება კომპანიას ბაზარზე წარმატებაში.

იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს  გამოცდილება ელექტრონული კომერციის ბიზნესში და კარგად იცნობდეს ახალ ტექნოლოგიებს. 

 

პასუხისმგებლობები:

  • ბაზრის ხედვის ჩამოყალიბება და მოქმედების სტრატეგიის განსაზღვრა;
  • იმ სტილის მმართველობის უზრუნველყოფა, რომელიც ასახავს და ავითარებს კომპანიის მისიას, ხედვას, ღირებულებებს, სტრატეგიას და მიზნებს;
  • სტრუქტურული ერთეულების ბიზნესის განვითარების, პროდუქტების მარკეტინგის   და ოპერაციული დაგეგმვის სტრატეგიის მართვა;
  • კომპანიის სტრატეგიული ხედვის შესაბამისი ზრდაზე მიმართული წლიური გეგმის შემუშავება;
  • სტრატეგიული და ოპერატიული მოქმედების გეგმების განახორციელება ისე, რომ უზრუნველყოს სისტემების, პროცედურების, პერსონალის და დამხმარე სერვისების ბიზნესის საჭიროებებთან შესაბამისობა; 
  • მერჩანდაიზინგის სტრატეგიის შემუშავება და შესრულება, საიტის მომარაგება და ფუნქციონირება კომპანიის დირექტივებისა და სტანდარტების შესაბამისად, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით;
  • სტრატეგიული ხედვის დანერგვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებელთა ზრდა და კონტენტთან ბმა;
  • მომხმარებელთა მოსაზრებების და მსოფლიო ბაზრის ტენდენციების  გათვალისწინება ძირითადი საკითხების და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის, რათა გაზარდოს კომპანიის მოგება;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის გზების განვითარება;
  • ფინანსური შესრულებისა და ოპერაციული ბიუჯეტის მართვა;
  • კომპანიის ბიუჯეტზე ზედამხედველობა, სრული პასუხისმგებლობით, რათა მიღწეული იყოს შემოსავლებისა და ხარჯების მიზნები.
  • ფინანსური გადაწყვეტილებებების და რისკების მართვის უზრუნველყოფა;
  • ასორტიმენტის და პროდუქციის მარაგების მონიტორინგი გაყიდვების გეგმების შესრულებისთვის;
  • ელექტრონული კომერციის ტენდენციების გათვალისწინება და რეკომენდაციების გაცემა სამომავლო საჭიროებისისთვის;
  • რეგიონის ბიზნესის და საზოგადოების ლიდერებთან, ასევე მედიის ლიდერებთან და ორგანიზაციებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება;
  • ბიზნესის ყველა რგოლისთვის მაღალი შესრულების, კარგად კოორდინირებული გუნდების ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ ახალი ტექნოლოგიების, სერვისების და სწრაფად დანერგვას და პარტნიორების პოვნას;
  • UX/UI უახლესი ტენდენციების გამოყენების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისი ორგანიზაციული კულტურის დანერგვა.

 

განათლება და გამოცდილება

  • მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის ან/და ბიზნესის მიმართულებით
  • 3+ წლიანი გამოცდილება მაღალკვალიფიციური სტარტაპ ბიზნესის ხელმძღვანელობასა და მასშტაბურ ზრდაში;
  • მსგავს ორგანიზაციაში ხელმძღვანელობის გამოცდილება ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ გამოცდილება ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

 

ცოდნა და უნარები:

  • ბიზნესის ძირითადი მამოძრავებელი ელემენტების, ფინანსების, ორგანიზაციული სტრუქტურების და სისტემების ცოდნა. სწრაფად მზარდ პროფესიულ გარემოში    მიზნების მისაღწევად პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილების და შესრულების უზრუნველყოფის უნარი;
  • უნარი, დაამყაროს მყარი, ურთიერთდამხმარე და თანამშრომლობითი ურთიერთობები და ეფექტიანი კომუნიკააცია როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ;
  • მნიშვნელოვანი ელექტრონული კომერციული ბაზრების კარგი ცოდნა;
  • ელექტრონული კომერციის ბაზრის, სრული ასორტიმენტის გაანალიზება;
  • პროფესიული პატიოსნების მაღალი ხარისხი;
  • მაღალი ემოციური ინტელექტი.

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2021 წლის 9 აპრილისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

კომპანია STREAM იცავს კანდიდატების და მათი მონაცემების კონფიდენციალურობას, ნებისმიერი მონაცემი, მათ შორის ინფორმაცია ვაკანსიის კონკურსში მონაწილეობაზე გაიცემა მხოლოდ კანდიდატის თანხმობით.

 გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 01/04/2021
ბოლო ვადა: 09/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: