ელექტრო სისტემების ინჟინერი

Ensol

ვაკანსია: ელექტრო სისტემების ინჟინერი

ორგანიზაცია

კომპანია ენსოლი წარმოადგენს საქართველოს #1 სისტემური ინტეგრატორისა და ყველაზე მსხვილი IT ორგანიზაციის - UGT ჯგუფის წევრ კომპანიას და ორიენტირებულია თავისი დამკვეთებისთვის უზრუნველყოს უწყვეტი ელექტრომომარაგება, მათთვის მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და საუკეთესო სერვისების მიწოდების გზით.

 

პოზიციის დანიშნულება

ელექტრო სისტემების ინჟინერის დანიშნულებაა უზრუნველყოს კომპანიის კლიენტების მომსახურება ისეთი ელექტრო საინჟინრო სისტემების დაპროექტების, შერჩევის, ინსტალაციის, რემონტისა და ტექნიკური მომსახურების საკითხებში როგორებიცაა: UPS, AVR, Power Inverter, Battery Storage და სხვ.

 

საქმიანობის არეალი

 

ინჟინერი თავის საქმიანობას წარმართავს პროექტების სრული ციკლის განმავლობაში. მისი აქტივობები ძირითადათ შედგება (თუმცა არ შემოიფარგლება) შემდეგი კომპონენტებისგან:

  • პროდუქტების შერჩევა, დიზაინი - კომპანიის დამკვეთების წინაშე მდგომი ტექნოლოგიური ამოცანების გადაწყვეტის შემუშავება და შემადგენელი კომპონენტების სპეციფიკაციების შერჩევა
  • სისტემის მონტაჟი, ინსტალაცია - მოწოდებული სისტემების ინსტალაცია, ელექტრო ქსელებთან დაერთება და პროგრამულად კონფიგურირება
  • დიაგნოზის    დასმა   და   რემონტი   -   დამონტაჟებული  სისტემების ექსპლოატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და გასწორება
  • ტექნიკური მხარდაჭერა, მოვლა-პატრონობა - ექსპლოატაციაში მყოფი სისტემების პერიოდული აუდიტი და გამართულობის შემოწმება. ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და რეკომენდაციების გაცემა გაუმჯობესების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება-სასურველია ტექნიკური, ელექტრო   საინჟინრო მიმართულებით

 

მუშაობის გამოცდილება

  • სპეციალიზაციის ფარგლებში შემავალი პროდუქციის მუშაობის გამოცდილება(UPS,  AVR, Power Inverter, Battery  Storage და  სხვ.)
  • შერჩევის, დამონტაჟების და ტექნიკური მომსახურების 3-5 წლიანი გამოცდილება
  • კარგად უნდა ესმოდეს სპეციალიზაციაში შემავალი სისტემების  ტექნიკური  მხარე,  ფუნქციონალი  და სამომხმარებლო სარგებელი
  • მაღალი  თვითრწმენა და საქმის  დამოუკიდებლად კეთების განვითარებული უნარი

 

 

უნარ-ჩვევები

  • კომპანიის დამკვეთების ინტერესებზე ზრუნვის, მათი ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის განვითარების უნარი
  • საკუთარი კვალიფიკაციის გაღრმავებასა და ცოდნების ამაღლებაზე ორიენტირებულობა

 

 

 

სხვა მოთხოვნები

  • ინგლისურ /  რუსულ ენაზე  ტექნიკური მასალის გარჩევისა და კომუნიკაციის შესაძლებლობა
  • სისტემის აღწერის წერილობითი ფორმით გადმოცემის უნარი   და   ტექნიკური   დოკუმენტაციის   შექმნის შესაძლებლობა

 

ანაზღაურება

ამ ვაკანსიით გათვალისწინებული აქტივობების ანაზღაურება შეადგენს 1,500 – 2,000 ლარს და დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და განხორციელებული საქმის მოცულობასა და ხარისხზე.

 

რეზიუმე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი მოგვაწოდოთ მისამართზე: info@ensol.ge

 

გასაუბრებაზე დაპატიჟებული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/03/2020
ბოლო ვადა: 18/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: