ელექტრო-შემდუღებელი რუსთავში

რუსთავის ფოლადი

კომპანია „რუსთავის ფოლადი“ აცხადებს ვაკანსიას  ელექტრო-შემდუღებლის პოზიციაზე.

5 საშტატო ერთეული

 

ელექტრო-შემდუღებელმა უნდა იცოდეს:

  • ელექტროშესადუღებელი მანქანების და აპარატების მოწყობილობები, ამ მანქანების მოქმედების პრინციპები რკალური შედუღებისას, მუდმივი და ცვლადი დენის გამოყენებით;
  • სხვადასხვა შესადუღებელი მანქანების და აპარატების ელექრტული სქემები;
  • ელექტროტექნიკის ძირითადი კანონები;
  • ლითონის შემადგენლობის სტრუქტურული ცვლილებები ელ. შედუღების დროს;
  • ელ. შედუღების დროს გამოყენებული ელექტროდები, მათი სახეები და შემადგენლობა;
  • საკონტროლო საზომი ხელსაწყოები და მათი მოხმარების წესები ელ. შედუღებისას;
  • ელ. შედუღების დროს წარმოქმნილი წუნის სახეები და მათი თავიდან აცილების ან აღმოფხვრის მეთოდები;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • ურთიერთთანამშრომლობის გარემოს შექმნისა და ხელმძღვანელობის უნარი
  • რამოდენიმე ამოცანაზე კოორდინირებული მუშაობის უნარი.

 

აუცილებელია კანდიდატმა წარადგინოს სპეციალობის დამადასტურებელი მოწმობა ან სპეციალობის პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა სამსახურიდან.

 

თუ თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები ემთხვევა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@rustavisteel.ge


სრული განაკვეთი
რუსთავი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/10/2020
ბოლო ვადა: 13/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: