ელექტრიკოსი წილკანში

Global Beer Georgia

გლობალ ბიერ ჯორჯია  აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე წილკანში.

 

Global Beer Georgia (GBG)  ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი „აისი“, ,,კაიაკი“, ,,ყაზბეგი“ „შავი ლომი“, „კრუშოვიცე“, ,,ამსტელი“;  ლიმონათი „ყაზბეგი“, ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ,  დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწარმოში არსებული ყველა ელ. დანადგარის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა.
  • სხვადასხვა ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა.
  • ელ. მოწყობილობების და მარაგ ნაწილების შეკვეთის გაკეთება.
  • ელექტორონული  აღჭურვილობის შენარჩუნების და ტესტირების პროცედურების
  • შემუშავება;
  • ექტრონული მოწყობილობების , ინსტრუმენტების და სისტემების  შემოწმება;
  • ყველა ელექტრონული სისტემის ყოველდღიური დაკვირვება და კონტროლი;
  • ელექტრო აღჭურვილობის დაყენება და ტესტირება;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • არსებული ელექტრო გაყვანილობის რემონტი;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • ელექტრონული  მოწყობილობების ცოდნის მაღალი დონე;
  • დანადგარების მართვის პანელების (HMI) და პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების (PLC) მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
ნატახტარი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/06/2020
ბოლო ვადა: 03/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: