ელექტრიკოსი

ნიკორა ტრეიდი

სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებზე და მთავარ ოფისში არსებული ელექტრო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დაზიანებული ნათურების, ავტომატების და სხვ ელ. სისტემების შეცვლა-შეკეთება.
  • შრომისა და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ელექტრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 3 ფაზიან სისტემებთან;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საკუთარი ავტომობილი;
  • სავალდებულოა შესაბამისი პროფესიული სერთიფიკატის ფლობა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში , გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება-„ ელექტრიკოსი“.

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

 

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/06/2020
ბოლო ვადა: 09/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: