ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ქუთაისში

ქუთაისის უნივერსიტეტი

ქუთაისის  უნივერსიტეტი’’ აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

 

თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:  ქ. ქუთაისი,  წერეთელის ქუჩა 13

სამუშაოს ტიპი: თავისუფალი განაკვეთი (25-40 საათი, შეთანხმებისამებრ)

გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით და პროგრამის აქტუალობის მიზნით, უხელმძღვანელოს პროგრამის შემუშავების, განვითარებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცესს;
  • უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის ხელმძღვანელობა;
  • კოორდინაცია გაუწიოს საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის წევრების მუშაობას;
  • პროგრამის განმახორცილებელ პერსონალთან კოორდინაციის ფარგლებში უზრუნველყოს პროგრამის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მოზიდვა;
  • გაუწიოს კოორდინაცია არსებული სილაბუსების გადახედვას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის პირებთან კოორდინაციით, როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური დეტალების დახვეწას ან შეცვლას;
  • გაუწიოს კოორდინაცია სასწავლო მასალების და რიდერების გადახედვა და შესაბამის პირებთან კოორდინაციით, მათი სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას;
  • უზრუნველყოს, საჭიროებისას, შეფასების არსებული სისტემის გადახედვა;
  • შესაბამის პროგრამაზე პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, მოიძიოს პრაქტიკის ობიექტები და ხელი შეუწყოს მათთან მემორანდუმების/ხელშეკრულებების გაფორმებას;
  • შესაბამის თანამდებობის პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს სწავლების მეთოდოლოგიური საფუძვლის შექმნა, როგორც დოკუმენტალურ, ასევე პროგრამულ დონეზე და არსებული მეთოდოლოგიის სასწავლო კურსებში ინტეგრირება;
  • შესაბამის თანამდებობის პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შესაბამისი სახელმძღვანელოების შესყიდვის შესახებ, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით, იზრუნოს შესაბამისი საგანმანათებლო პროგრამის პოპულარიზაციაზე.
  • თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების   შესაბამისად, განახორციელოს სხვა უფლებამოსილება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის, ხარისხის         უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის ცოდნა;
  • საგანმანათლებლო და შრომით ბაზარზე, შესაბამისი მიმართულებით, არსებული თანამედროვე გამოწვევების ცოდნა;
  • განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • ინგლისური ენის ან/და ერთ-ერთი ევროპული ენის ცოდნა B1 დონე  (მეტყველება, წერა).

 

 პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • მაღალი სამუშაო აქტივობა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
  • სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.

 

სამართლებრივი აქტები:

  • საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ (თავისი კომპეტენციების ფარგლებში);
  • უნივერსიტეტის მისია;
  • უნივერსიტეტის სტრუქტურა;
  • თავისი სამუშაო აღწერილობა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რომ წარმოადგინოს რეზიუმე და პროგრამის განვითარების ხედვა მისამართზე: hr@unik.edu.ge არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 20/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: