LOT.ge
ძვირფასი ლითონების და ბრილიანტის ექსპერტ-შემფასებელი
ელთ კომპანი
საფინანსო ორგანიზაცია “ელთ კომპანი“ აცხადებს ვაკანსიას ძვირფასი ლითონებისა (ოქროს, ვერცხლის) და ბრილიანტის ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე მაღალი ანაზღაურებით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება
ფუნქცია - მოვალეობები:
- კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
- კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
- ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
- შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირება;
- ოქროს , ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება, ვალუტის კონვერტაციები.
უნარები:
- თავაზიანი;
- დაკვირვებული;
- სწრაფი;
- პასუხისმგებლიანი;
- გუნდური;
- კომუნიკაბელური
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ნორმალურ ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ექსპერტ-შემფასებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 07/11/2020
ბოლო ვადა: 05/12/2020