ძვირფასი ლითონების კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

15 მარტიდან  ,,ძვირფასი ლითონებიკურსი იწყება

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ბაზაზე 20 წელზე მეტია ფუნქციონირებს ,,ძვირფასი ლითონების შემფასებელთა”  სპეციალიზებული ტრენინგ-კურსი (კურსების ხელმძღვანელი, პროფ. ნოდარ ფოფორაძე):

  • მსმენელი შეისწავლის კეთილშობილ ლითონებს (ოქრო, ვერცხლი, პლატინა, პალადიუმი) და მათ შენადნობებს; შეისწავლის ძვირფასი ლითონების წონის დადგენას;
  • მსმენელი შეისწავლის ძვირფასი ლითონების და შენადნობების დასინჯვის მეთოდებს;
  • მსმენელი განსაზღვრავს კეთილშობილი ლითონების სინჯებს და დამღებს პერიოდების მიხედვით;
  • მსმენელი შეისწავლის ძვირფასლითონიანი ნაკეთობების დადამღვის წესებს;
  • მსმენელი შეისწავლის ფალსიფიცირებული ნაკეთობების გარჩევის მეთოდებს;
  • მსმენელი შეძლებს ნაკეთობაზე ყალბი და ნამდვილი დამღის გარჩევას;
  • მსმენელი შეძლებს განასხვაოს ერთმანეთისგან ნაკეთობა ქარხნული წესით არის დამზადებული თუ კუსტარულად და დაადგინოს მათი ღირებულება;
  • მსმენელი შეისწავლის ზოდებს და მონეტებს, მათ სახეობებს და ფასებს;

 

“ძვირფასი ლითონების შემფასებელთა” კურსის ხანგრძლივობაა 10 მეცადინეობა (თითო მეცადინეობა 3–4 სთ,  + გამოცდა); კურსის ღირებულება - 250.00 ლარი.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელი აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდას თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში, რომლის  საფუძველზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. პირველი საკვალიფიკაციო გამოცდის უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, მსმენელს უფლება ეძლევა გავიდეს ხელმეორედ გამოცდაზე ანაზღაურების გარეშე.

 

საჭირო საბუთები:

  • ფოტოსურათი 3X4,  2 ცალი;
  • პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  • დიპლომის ქსეროასლი;
  • CV ან ავტობიოგრაფია.

 

მისამართი:  ქ. თბილისი,  კოსტავას 77, III  კორპუსი,  გამოყენებითი გეოლოგიის დეპარ­ტა­მენ­­ტი, ოთახი 343.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:  

ოლიკო სესკურია  +995 593 27-24-65,    238-25-88

E-mail: olikoseskuia@gmail.com


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/03/2021
ბოლო ვადა: 03/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: