დისტრიბუციის მონიტორინგის აგენტი

საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა

GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.

ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს . მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს

ჯიდიელი აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის მონიტორინგის აგენტის პოზიციაზე თბილისში.

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კონკრეტული პრისეილის დებიტორული დავალიანებების მქონე ობიექტების შემოწმება, ვალზე შედარება, დარღვევის აღმოჩენა და შესაბამისი მტკიცებულების მოპოვება.
  • მონიტორინგის პროცესში წარმოქმნილი უზუსტობების, გადაცდომებისა და წარმოქმნილი არასტანდარტული ან არაგეგმიური შემთხვევების გაანალიზება.
  • დღის მანძილზე შემოწმებული ობიექტების შესაბამისი, დეტალური კომენტარის დაფიქსირება, შესაბამისი პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა, ინფორმაციის (ანგარიშგების) ნახვა-გაანალიზება.
  • სამუშაო უბნის მარშუტების ოპტიმალური დაგეგმარება.
  • გაყიდვების ხარისხის მონიტორინგი და კონტროლ

 

შენიშვნა: კანდიდატს მოუწევს მივლინებებში გამგზავრება მთელი დასავლეთ საქართველოს ფარგლებში წელიწადში 45 დღეზე მეტი ოდენობით. მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონიტორინგის/კონტროლის სფეროში.
  • რუსული ენის ცოდნა
  • MS Office (Word, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია, კანდიდატი ფლობდეს ავტომობილს.(ცვეთის და საწვავის ხარჯები ანაზღაურდება კომპანიის მხრიდან)

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ოპერატიული
  • მოწესრიგებული
  • შრომისმოყვარე
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • აზრის ნათლად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „დისტრიბუციის მონიტორინგის აგენტი-თბილისი

 

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 18/09/2020
ბოლო ვადა: 02/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: