დისტრიბუციის მძღოლის დამხმარე

იბერია რეფრეშმენტსი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" - პეპსიკოს ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის მძღოლის დამხმარის თანამდებობაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, თეთრი ჰესის დასახლება ჩვენ ვართ "იბერია რეფრეშმენტსი" - პეპსიკოს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში. კომპანიის ბრენდებია: პეპსის სრული ასორტიმენტი (Pepsi, 7UP, Mirinda), ენერგეტიკული სასმელი "Max Power", ლიმონათი "Iberia". კომპანია ახორციელებს ადგილობრივ წარმოებას და დისტრიბუციას. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის საწყობიდან მანქანის პროდუქციით დატვირთვაში და გადატანაში მონაწილეობის მიღება; ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის მიტანა დროულად, უსაფრთხოდ და შეტანა შესაბამისი სტანდარტების დაცვით; ** დისტრიბუციის მძღოლთან ერთად ბორტზე ყოფნა და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქცია-მოვალეობების შეთავსება; ** ნაშთების კონტროლი ბორტზე; ** სატვირთო ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და მოვლა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო განათლება; ** სატვირთო ავტომობილის მართვის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; ** სადისტრიბუციო კომპანიაში/სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მართვის მოწმობის ქონა B C კატეგორია; ** პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა, შრომისუნარიანობა. ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი. ჯამში თვეში საშუალოდ - 900 ლარი (ხელზე ასაღები). აპლიკაციის შემოტანის პროცედურები: ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge და პოზიციის დასახელება "დისტრიბუციის მძღოლის დამხმარე" უნდა იყოს მითითებული მეილის სათაურში ("subject"-ში) დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 21.09.2020.

900 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/08/2020
ბოლო ვადა: 04/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: