დისტრიბუციის მძღოლი

ვაკე

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია, 1961 წელს დაარსდა და დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს. კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი. ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge | https://www.facebook.com/vakeproducts შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება დისტრიბუციის მძღოლი. გიწვევთ დისტრიბუციის მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე ქ. თბილისში, მისამართზე: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა. ანაზღაურება: 650-700 ლარი. სამუშაო გრაფიკი: სრული. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** დისტრიბუციისთვის განკუთვნილი ავტომანქანის ტარება/მოვლა; ** ობიექტებთან ურთიერთობა, თანხის აღება, პროგრამაში გატარება საჭიროების შემთხვევაში; ** დისტრიბუტორის დახმარება, დისტრიბუციის ავტომანქანის დატვირთვაში მონაწილეობის მიღება. ძირითადი მოთხოვნები: ** ასაკი: 25-დან 40 წლამდე; ** სქესი: მამრობითი; ** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში; ** საგანმანათლებლო ხარისხი: სასურველია უმაღლესი განათლება; ** მართვის მოწმობა (B კატეგორია). ენების ცოდნა: ** ქართული - ძალიან კარგად; ** რუსული - სასურველია; ** ინგლისური - სასურველია. ფოტოსურათი: აუცილებელია. პიროვნული მახასიათებლები: დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, ემოციურად სტაბილური/გაწონასწორებული, შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@vake.ge და სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "დისტრიბუციის მძღოლი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

650 700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/09/2020
ბოლო ვადა: 01/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: