LOT.ge
დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერი ბათუმში
ნოვა
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge www.AVZI.ge ) აცხადებს ვაკანსიას „დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერის“ პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციურ კლიენტებზე ინფორმაციის შეგროვება და მათზე მორგებული შეთავაზების ფორმირება, სწორი პროდუქტებითა და პირობებით;
- კლიენტების ინფორმირება ახალი პროდუქტების და მათი ფასების შესახებ;
- ყიდვა-გაყიდვის პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, მომხმარებლისთვის მიწოდება, ხელმოწერისა და შენახვის პროცედურის უზრუნველყოფა;
- შეკვეთების მიღება,დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
- ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების საქმიანობის კვლევა, ასორტიმენტის, ფასისა და მათთან არსებულ ტექნოლოგიურ პროცესების უზრუნველყოფა (კატეგორიების მიხედვით);
- ახდენს მომხმარებელთა კმაყოფილების ანალიზს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ბაზრის ცოდნა;
- დიდი მოცულობის ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვის პრინციპების ცოდნა და კარგად გაყიდვის უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) მაღალ დონეზე;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
- ლიდერული თვისებები;
- გუნდის მართვის უნარი;
- ანალიტიკური უნარები;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 სექტემბერი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერი“.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 06/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020