დისტანციური  მომსახურების მენეჯერი / რეზერვი

თიბისი ბანკი

დისტანციური  მომსახურების მენეჯერი (რეზერვი)  

 

შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად. 

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი აქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ მომხმარებელთან. თითოული ადამიანი, რომელიც ისმენს მომხმარებლის აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის. 

ჩვენი დისტანციური მომსახურების ცენტრს საუკეთესო სამომხარებლო გამოცდილების შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ამ გუნდის წევრები ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში იღებენ ასობით ზარს, პასუხობენ  შეკითხვებს და დისტანციურად ემსახურებიან მომხმარებლებს.  

დისტანციური მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე, შენ იქნები გუნდის ნაწილი, სადაც თავს იყრის მნიშვნელოვანი ცოდნა თიბისის ყველა პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ. აქ საშუალება გექნება გაიუმჯობესო და დახვეწო შენი საკომუნიკაციო უნარები და გაიგო მეტი ბაზარზე არსებული საჭიროებების შესახებ მომხმარებლის მხრიდან. 

 

შენ, როგორც დისტანციური  მომსახურების მენეჯერი: 

  • გამოავლენ მომხმარებლების მოთხოვნებს; 
  • მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაუწევ მომხმარებელს შესაბამის მომსახურებას; 
  • კავშირი გექნება შესაბამის გუნდებთან, რომლების ჩართულობაც საჭირო იქნება კონკრეტული კითხვაზე საპასუხოდ. 

 

ველოდებით გამოხმაურებას თუ: 

  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა 
  • ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები 
  • ხარ აქტიური და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია 

 

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.  

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. 

სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: 

 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი 

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tbcbank.ge/Job/5419?


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/02/2021
ბოლო ვადა: 08/03/2021

მსგავსი ვაკანსიები: