დისტანციური მომსახურების საკრედიტო ოფიცერი აღმოსავლეთ საქართველოში

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას  დისტანციური მომსახურების საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე. 

 სამუშაო ადგილდებარეობა: თბილისი, რუსთავი, გორი, ხაშური, თელავი 

სამუშაო სპეციფიკა: დისტანციური 

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით 

მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. 

 „კრისტალი“ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება; 
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება სატელეფონო არხის გამოყენებით;   
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა; 
  • წინასწარ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში სესხის განაცხადის მიღება და დამუშავება; 
  • განაცხადის მიღება, მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია  და საჭიროების შემთხვევაში გადამისართება; 
  • დაკრედიტებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომხმარებლისათვის გაცნობა; 
  • შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება დ ხელმოწერის უზრუნველყოფა შესაბამისი წესით; 
  • სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა; 
  • კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი; 
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა. 

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • საფინანსო სექტორში ან/და ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითლება უპირატესობად); 
  • ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა (ჩაითლება უპირატესობად); 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული; 
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; 
  • გამართული მეტყველების უნარი. 

 

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 02 დეკემბრის  ჩათვლით  შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა 

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე. 


სრული განაკვეთი
თბილისი ,  რუსთავი ,  გორი ,  ხაშური ,  თელავი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/11/2020
ბოლო ვადა: 02/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: