დისტანციური მომსახურების საკრედიტო ოფიცერი დასავლეთ საქართველოში

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას  დისტანციური მომსახურების საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე.

 სამუშაო ადგილდებარეობა: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი

სამუშაო სპეციფიკა: დისტანციური

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

 „კრისტალი“ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება სატელეფონო არხის გამოყენებით; 
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
  • წინასწარ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში სესხის განაცხადის მიღება და დამუშავება;
  • განაცხადის მიღება, მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია  და საჭიროების შემთხვევაში გადამისართება;
  • დაკრედიტებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომხმარებლისათვის გაცნობა;
  • შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება დ ხელმოწერის უზრუნველყოფა შესაბამისი წესით;
  • სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  • კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა.

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • საფინანსო სექტორში ან/და ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითლება უპირატესობად);
  • ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა (ჩაითლება უპირატესობად);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • გამართული მეტყველების უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 02 დეკემბრის  ჩათვლით  შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.


სრული განაკვეთი
ქუთაისი ,  ზესტაფონი ,  სამტრედია ,  ზუგდიდი ,  ფოთი ,  ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/11/2020
ბოლო ვადა: 02/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: