დიასახლისი

Ornament Boutique Hotel

სასტუმრო Ornament Boutique Hotel აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე. ჩვენი პატარა, მყუდრო და მეგობრული სასტუმრო თითოეულ თანამშრომელს სთავაზობს საუკეთესო სამუშაო გარემოს, მუდმივი სწავლის, განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას. სასტუმროს დიასახლისის ძირითადი მოვალეობები: ** დასუფთავების ყოველდღიური სქემის შესრულება; ** სასტუმროს საზოგადოებრივი და სამუშაო ტერიტორიის დალაგება-დასუფთავება; ** სასტუმროს ადმინისტრატორთან თანამშრომლობის საფუძველზე, მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული წესით ოთახების დალაგება; ** სასტუმროს თეთრეულის რაოდენობების კონტროლი და ქიმწმენდაში ჩაბარება; ** ოთახების სტატუსისა და მათში სისუფთავის მდგომარეობის თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისა და სასტუმროს ადმინისტრატორისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** მინი-ბარის პროდუქციის კონტროლი; ** დასუფთავების საშუალებებისა და დიასახლისისთვის საჭირო ინვენტარის მარაგის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელისთვის მათზე ინფორმაციის მიწოდება; ** სასტუმროს ადმინისტრატორებთან კოორდინირებული მუშაობა; ** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ფიზიკური შრომის უნარი; ** პასუხისგებლობის მაღალი გრძნობა; ** წესრიგსა და დეტალებზე ორიენტირება; ** თავაზიანობა, ყურადღებიანობა და ენერგიულობა; ** დროის სწორად მართვის უნარი; ** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი; სამუშაო პირობები: ** მოხერხებული სამუშაო გრაფიკი; ** კვებით უზრუნველყოფა სამუშაო დღეებში; ** შრომის ანაზღაურება 375 ლარი + ბონუსი შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისად. სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე და მეოთხე დღეს, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე. თუ აკმაყოფილებთ ზემოთჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: jobs.ornament@gmail.com ტელ.: 599 32 38 12

375 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 06/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: