დიასახლისი / დამლაგებელი

სამედიცინო ცენტრი მრჩეველი

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. „მრჩეველი“ გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას (www.mrcheveli.com) სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის / დამლაგებლის პოზიციაზე.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 სამუშაო საათი)

 

მოვალეობები:

  • ოფისის სისტემატიურად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • ოფისის დასუფთავებისათვის საჭირო სამეურნეო საქონლის მარაგების კონტროლი და ხელმძღვანელთან ანგარიშის ჩაბარება;
  • ოფისის გამართულად მუშაობის მიზნით შესაბამის განყოფილებებთან ურთიერთობა და შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში შეტყობინების გაგზავნა; 
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა მოვალეობები, რომელიც განისაზღვრება გენერალური დირექტორისა და მენეჯერების მიერ.
  • სამუშაო საათები: 08:45- 18:00

 

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
  • შრომისმოყვარეობა და პუნქტუალობა;
  • თავაზიანობა.

 

ანაზღაურება: 600 ლარი (ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას გაიცემა დამატებითი ანაზღაურება)

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com არა უგვიანეს 22 მარტისა.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 22/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: