დეკორატორი

Carrefour Georgia

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი   „Majid Al Futtaim Retail“-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43,000 ადამიანია დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.  

„კარფური“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 16 მაღაზიით არის წარმოდგენლი.

 „კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

 

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)  გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დეკორატორის პოზიციებზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის დეკორირების კონცეფციის გათვალისწინებით, საჭირო  ვიზუალური მასალის შექმნა და განახლება
  • საინფორმაციო ნიშნების, პრდუქციის დასახელებებისა და ფასმაჩვენებლების სწორად განთავსების უზრუნველყოფა
  • სარეკლამო ან/და საინფორმაციო ბროშურების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • პოსტერების ბეჭდვა, დაჭრა და ლამინირება
  • მაღაზიის დეკორირების პროცესში უშუალო მონაწილეობა (დეკორაციების განთავსება)
  • დეკორაციის დეპარტამენტის მასალებისთვის განკუთვნილი საწყობის მოწესრიგება  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული პროგრამების: Corel Draw, Adobe Photoshop, Adobe Illustrator ცოდნა
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
  • მარალი მოტივაცია და შრომისმოწვარეობა ​

თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com  2020 წლის  15 მარტის ჩათვლით.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „დეკორატორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 15/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: