დაზღვევის ანაზღაურების უმცროსი მენეჯერი

ნიუ ვიჟენ დაზღვევა

ნიუ ვიჟენ დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის ანაზღაურების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

 

პოზიცია დაზღვევის ანაზღაურების უმცროსი მენეჯერი

დაქვემდებარება არასამედიცინო დაზღვევის დირექტორი

სამუშაო განაკვეთი სრული

 

სამუშაოს აღწერილობა

ვიწვევთ სამუშაოდ ახალ კურსდამთავრებულებს და კარიერის საწყისს ეტაპზე მყოფ ახალგაზრდებს.

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • შემთხვევის ადგილზე გამოცხადება და სწრაფი რეაგირება
  • განაცხადების მიღება და დამუშავება
  • ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღება და პროგრამაში ასახვა
  • დაზღვეულისთვის გადაწყვეტილების გაცნობა
  • ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების აქტის მომზადება
  • პროვაიდერ პროფილაქტიკებთან ურთიერთობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული მიმართულებით)
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • მანქანის მართვის მოწმობა-B კატეგორია

 

პიროვნულობა:

  • მოტივირებული
  • პასუხისმგებლიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • გუნდური
  • მოლაპარაკებების უნარი

 

სასურველი:

  • სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება

 

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე,შემდეგ მისამართზე: Vacancy@nvi.ge .

გისურვებთ წარმატებას !


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/07/2020
ბოლო ვადა: 21/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: