დავალიანებული ავტო-სესხების მართვის ოფიცერი

ფინკა ბანკი საქართველო

თანამდებობის დასახელება:  დავალიანებული ავტო-სესხების მართვის ოფიცერი აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 17 ივნისი, 2020    ,,ფინკა ბანკი საქართველო'' აცხადებს ვაკანსიას დავალიანებული ავტო-სესხების მართვის ოფიცერის პოზიციაზე სამუშაოს მიზანი

  • პორტფელში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხების დავალიანებების აღმოფხვრა.  

ძირითადი ფუნქციები: 

  • უზრუნველყოფს პრობლემურ კლიენტებთან, მათ თავდებებსა და დაკავშირებულ პირებთან კომუნიკაციას, დავალიანების აღმოფხვრის მიზნით.
  • აწარმოებს მოლაპარაკებებს დავალიანების აღმოფხვრის მიზნით.
  • უზრუნველყოფს დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების დროულ მოძიებას და მომზადებას დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზებისთვის; 
  • ახორციელებს ვიზიტებს პრობლემური კლიენტების, თავდებებისა და დაკავშირებული პირების საცხოვრებელ, სამუშაო და საკონტაქტო ადგილებზე.
  • უზრუნველყოფს პრობლემური კლიენტებისა და თავდებების ქონების მოძიებას.
  • მოიძიებს, ამზადებს და ახარისხებს მისი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, შესაბამისი სერვის ცენტრებიდან.
  • უზრუნველყოფს პრობლემური სესხის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასა და მიღებას.
  • უზრუნველყოფს პრობლემური კლიენტებისათვის შესაბამისი კორესპონდენციის გაგზავნასა და მიღებას.
  • უზრუნველყოფს მომზადებული აპლიკაციების, სარჩელების, განცხადებების შესაბამის ორგანოებში წარდგენას.
  • უზრუნველყოფს დაწყებული პროცედურების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, შესაბამისი ორგანოებიდან.
  • უზრუნველყოფს შესაბამისი კორესპონდენციის გაგზავნა-მიღება-განაწილებას.
  • ამზადებს შესაბამის ანგარიშებს მოთხოვნისამებრ და შესაბამისი პროცედურების მიხედვით.
  • მონაწილეობს დავალიანებათა მართვის კომიტეტებში.
  • უზრუნველყოფს მენეჯერის/იურისტის/უმცროსი იურისტი მხარდაჭერას უფლებამოსილების განხორციელებაში.
  • ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება; ბაკალავრის ხარისხი სამართალმცონეობაში;
  • 1 წლიანი გამოცდილება ავტოსატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი დავალიანებული სესხების მართვის სფეროში;

დაინტერესების შემთხვევაში, აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ფინკა ბანკის კარიერის გვერდს.

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა,    როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ     ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

ფინკა ბანკი საქართველო გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ფინკა ბანკი საქართველოში კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/06/2020
ბოლო ვადა: 17/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: