დავალიანების დამუშავების სპეციალისტი

ალგანი

დასახელება: დავალიანების დამუშავების სპეციალისტი 

მომწოდებელი: შპს „ალგანი“ 

გამოქვეყნების თარიღი: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო 

 

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას დავალიანების დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.  

 

ძირითადი ვალდებულებები:  

  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი - პრობლემური კლიენტზე ინფორმაციის მომზადება და  ანგარიშის მიწოდება უშუალო ხელმღავნელისათვის;  
  • დავალიანების მქონე კლიენტებთან  ყოველდღიური ვიზიტი (ობიექტებიდან მომსახურების თანხის დროული ამოღება); 
  • დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება; 
  • დავალიანების მქონე კლიენტების  პორტფელის ანალიზი/დამუშავება; 
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 

 

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსები/ბიზნეს ადმინისტრირების განხრით; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • სავალდებულოა პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;   
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. 

 

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. 
  • კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;  
  • დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი; 
  •  გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;  

 

დამატებითი მოთხოვნები: 

  • სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომობილი. 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

  • კომპანია უზრუნველყოფს: კორპორაციული ნომრით და საწვავით 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 სთ, შაბათს 10:00-14:00 სთ. 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge 

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 08/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: