დარბაზის ადმინისტრატორი

ზღაპარი

მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" გამოირჩევა მომსახურეობის მაღალი ხარისხით, მოტივირებული, შრომისმოყვარე, მეგობრული გუნდით, რომელსაც ქმნიან პროფესიონალი კადრები. გახდით ჩვენი გუნდის წარმატებული წევრი დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე შემდეგ ფილიალებში: დიდი დიღომი. აფრიკა ჭიჭინაძის #17. ვარკეთილი ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩა. ჯიქია-სანდრო ეულის #5 (ყოფილი ანა პოლიტკოვსკაიას #5). სამუშაო განაკვეთი: ცვლები 08:00-17:00 და 15:00-24:00) ღამის ცვლის დასრულების შემდგომ საცხოვრებლამდე მიყვანას კომპანია უზრუნველყოფს. დასვენების დღე: კვირაში ერთი (ურთიერთშეთანხმებით) ანაზღაურება-600 ლარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის ფასდადება და ფასმაჩვენებლების კონტროლი. ** დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების სისწორის კონტროლი. ** პროდუქციის ინვენტარიზაცია. ** სააქციო პროდუქციის დარბაზში წარმოდგენა. ** თანამშრომლების მერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი მენეჯერის არყოფნის პერიოდში. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გუნდურობა. ** სწრაფი აზროვნება. ** გამართული მეტყველება. ** თავაზიანობა. ** მოტივირებულობა. ვაკანტური პოზიციის მთავარი მიზანი: მომსახურეობით კმაყოფილი მომხმარებლის გასტუმრება სავაჭრო დარბაზიდან! დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (სივი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge; მიუთითეთ პოზიციის დასახელება (მაგ. "დარბაზის ადმინისტრატორი") და სასურველი სამუშაო ადგილი.

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 25/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: