დამლაგებელი ქუთაისში

ევექსის კლინიკები

ევექსის კლინიკები  აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ქუთაისი

 სამუშო გრაფიკი:  სრული

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულებაში ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო და არასამედიცინო მოხმარების ავეჯისა და ინვენტარის ზედაპირების, იატაკის, კედლების, ჭერის სველი წერტილების, ტექნიკური და დამხმარე ფართების დასუფთავება/დამუშავება დეზინფექტანტით განსაზღვრული პერიოდულობით და საჭიროების მიხედვით;

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:   21 სექტემბერი,  2020 წ.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი მონაცემები გადმოგზვანეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: cv@evex.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ევექსის კლინიკები  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/09/2020
ბოლო ვადა: 21/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: