დამკვირვებელი-იურისტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" (HRC) აცხადებს ვაკანსიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დამკვირვებელი-იურისტის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და აჭარა. კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია: ** საქართველოს სამიზნე რეგიონებში სამართლიანი საარჩევნო გარემოს გამჭვირვალობის ხელშეწყობა; ** კონკრეტული საარჩევნო დარღვევების ადვოკატირება შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებთან; ** საარჩევნო სისტემის და არჩევნების პროცესში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ცნობიერების გაზრდა. სამუშაო განაკვეთი: არასრული ანაზღაურება: 800 ლარი (დარიცხული) ძირითადი მოვალეობების აღწერა: პროექტის ფარგლებში, შერჩეული გრძელვადიანი დამკვირვებელი-იურისტები განახორციელებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას მათ რეგიონებში: შეაგროვებენ ინფორმაციას წინასაარჩევნო კამპანიების შესახებ და დააკვირდებიან კანდიდატების/პარტიების შეხვედრებს ამომრჩევლებთან, რათა მოახდინონ სავარაუდო საარჩევნო დარღვევების და პრობლემების იდენტიფიცირება; ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენების ფაქტების იდენტიფიცირება და ა.შ.ამასთანავე, გრძელვადიან დამკვირვებლებს მოუწევთ: საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან; საჯარო უწყებების ანგარიშებისა და სხვა საჯარო მასალების შესწავლა; მასმედიის საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა; იდენტიფიცირებული დარღვევის შედარება კანონმდებლობასთან; მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური ანგარიშების წარმოება და პროექტის კოორდინატორისთვის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება;პროფესიით მუშაობის გამოცდილება; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** უპირატესობა მიენიჭება იმ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის; დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები: ** რეზიუმე (СV); ** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hridc@hridc.org გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: დამკვირვებელ-იურისტი; საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 10 მაისი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

800 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/05/2020
ბოლო ვადა: 10/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: