დამხმარე პერსონალი წარმოებაში

მარშე

კომპანია „მარშე“ 2012 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.

ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრისთვის და ვიყოთ წამყვანი პარტნიორი ქართულ HORECA ბიზნესში განსაკუთრებული პროდუქტების მიწოდებითა და ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზებით, სადაც წინა პლანზე ყოველთვის ინოვაცური და პროფესიონალური მიდგომები იქნება. ჩვენ ვაცნობიერებთ დროისა და ინდივიდუალური საჭიროებების მნიშვნელობას ამ ბიზნესში და ყველა პარტნიორთან მაქსიმალური მოქნილობით გამოვირჩევით.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

 

 

„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე: დამხმარე პერსონალი წარმოებაში სამუშაო პირობები

  • პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა (კვირაში 5 სამუშაო დღე, 8 სამუშაო საათი დღეში)
  • ანაზღაურება: 500 ლარი    

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის საკვები ნახევარფაბრიკატების წარმოების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • მზა პროდუქციის გადაადგილება და განთავსება მაცივრებში;
  • ელექტრო დანადგარებთან მუშაობა;
  • საამქროს ტექნოლოგ-მენეჯერის დავალებების შესრულება;
  • კომპანიის საწარმოო სტანდარტების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების   დაცვა.  

მოთხოვნები:

  • ფიზიკურად მუშაობის უნარი;
  • საშუალო განათლება; 
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან;
  • საბოლოო გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „დამხმარე პერსონალი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას

500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 28/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: