დამხმარე ბუღალტერი

ჯეო ტექნიკსი

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას კომერციული/სასაწყობე ფართების და ავტომობილების გაქირავება წარმოადგენს.

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას- დამხმარე ბუღალტრის ვაკანსიაზე.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •  საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია MS Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • რეალიზაციების დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;
  • შესყიდვის ზედნადების პროგრამული გატარების უზრუნველყოფა;
  • საბანკო გატარებების პროგრამული ასახვა;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 01 მაისი, 2021 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/04/2021
ბოლო ვადა: 01/05/2021

მსგავსი ვაკანსიები: