დაფასოების საამქროს უფროსი

PepsiCo

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მესამე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2020 ევროპასა და საქართველოში.        

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს დაფასოების საამქროს უფროსის თანამდებობაზე.

პოზიციის როლი

  • მზა პროდუქტების დაფასოების პროცესების ორგანიზება და კონტროლი ცვლის განმავლობაში, კომპანიის რესურსების განაწილებისა და ეფექტური გამოყენების კონტროლი.  

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მზა პროდუქციის დაფასოების საამქროს ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, ნედლეულის და სხვა მასალების ხარჯების შემცირება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და შრომის ეფექტიანობის გაზრდა.
  • საწარმოს პერსონალის სამუშაოს ორგანიზება
  • დაფასოების მანქანა-დანადგარებისა და საწარმოო წარმადობის გათვლების შესრულება, მზა პროდუქციის გამოშვების ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესება.
  • რძის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეული, მასალების, ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების შესყიდვებზე განაცხადის დროული მომზადება
  • ნედლეულისა და სხვა მასალების ნორმების შემუშავება და დანერგვა, წუნდებული პროდუქციის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა
  • ყოველდღიური საწარმოო ანგარიშების დახურვა
  • წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის დაცვა
  • მზა პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის / ცვლილების შესახებ ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დროული ინფორმირება
  • 1С პროგრამაში მზა პროდუქციის შესახებ მონაცემთა დროული შემოწმება  

 

 

კანდიდატის პროფილი:

  • უმაღლესი განათლება
  • 2+ წელი სამუშაო გამოცდილება სასურველია საწარმოო პროცესების მართვის, დაგეგმვის მიმართულებით 
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • შედეგებზე ორიენტირება
  • MS პროგრამების (Excel, PowerPoint, Word) ცოდნა
  • უცხო ენები: რუსული B1+ დონეზე, ინგლისური სასურველია

 

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუგვიანეს 22 თებერვლისა, 2021  და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/02/2021
ბოლო ვადა: 22/02/2021

მსგავსი ვაკანსიები: