ცვლის უფროსი
PepsiCo
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მესამე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2020 ევროპასა და საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს წარმოების ცვლის უფროსის თანამდებობაზე.
პოზიციის როლი
- რძის პროდუქტების წარმოების პროცესების ორგანიზება და კონტროლი ცვლის განმავლობაში, კომპანიის რესურსების განაწილებისა და ეფექტური გამოყენების კონტროლი.
ძირითადი მოვალეობები:
- მზა პროდუქციის წარმოების პროცესების ორგანიზება, დაფასოების საამქროს ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, ნედლეულის და სხვა მასალების ხარჯების შემცირება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და შრომის ეფექტიანობის გაზრდა.
- საწარმოო პროცესების პერსონალის სამუშაოს ორგანიზება
- დაფასოების მანქანა-დანადგარებისა და საწარმოო წარმადობის გათვლების შესრულება, მზა პროდუქციის გამოშვების ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესება.
- ნედლეულისა და სხვა მასალების ნორმების შემუშავება და დანერგვა, წუნდებული პროდუქციის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა
- რძის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეული, მასალების, ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების შესყიდვებზე განაცხადის დროული მომზადება
- ყოველდღიური საწარმოო ანგარიშების დახურვა
- წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის დაცვა
- მზა პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის / ცვლილების შესახებ ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დროული ინფორმირება
- 1С პროგრამაში მზა პროდუქციის შესახებ მონაცემთა დროული შემოწმება
კანდიდატის პროფილი:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 3 წელი მუშაობის გამოცდილება საწარმოო პროცესების მართვის, დაგეგმვის მიმართულებით
- გუნდის მართვის გამოცდილება
- შედეგებზე ორიენტირება
- MS პროგრამების (Excel, PowerPoint, Word) ცოდნა
- უცხო ენები: რუსული B1+ დონეზე, ინგლისური სასურველია
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/01/2021
ბოლო ვადა: 11/02/2021