ცვლის მენეჯერი, პიცის მცხობელი

Domino`s Pizza

"დომინო`ს პიცა" - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პიცის რესტორნების ქსელის წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე: 1. ცვლის მენეჯერი გრაფიკი: 6 დღიანი, სრული. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. შრომის ანაზღაურება: 650 ლარიდან (NET) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ცვლის დაგეგმვა და მენეჯმენტი; ** კომპანიის პროგრამასთან მუშაობა; ** შეკვეთების აღება, პროდუქციის მომზადება და მომხმარებლების მომსახურება; ** ცვლაში მომუშავე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი; ** კომპანიის სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და ცვლის წარმართვა ამ სტანდარტებით; ** პროცედურების დადგენილი სტანდარტებით შესრულება. მოთხოვნები: ** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე; ** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სექტორში, მსგავს პოზიციაზე. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** გუნდის კოორდინაციის უნარი; ** განვითარებაზე ორიენტაცია; ** დეტალების მიმართ ყურადღება; ** პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კვების ანაზღაურება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში - ტრანსპორტირება; ** გუნდური, მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mariam.kobiashvili@dominospizza.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 2. პიცის მცხობელი განაკვეთი: სრული, 6 დღიანი (ცვლიანობის განრიგი) სამუშაო ადგილი: ქ. თბილისში შრომის ანაზღაურება: 550 ლარიდან (NET) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა და პროდუქციის შესაბამისად მომზადება; ** მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა; ** კომპანიის პროგრამასთან მუშაობა; ** პროდუქციის ვადების კონტროლი. მოთხოვნები: ** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** სისხარტე; ** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი; ** განვითარებაზე ორიენტაცია; ** დეტალების მიმართ ყურადღება; ** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კვების ანაზღაურება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში - ტრანსპორტირება; ** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mariam.kobiashvili@dominospizza.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება). თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. გისურვებთ წარმატებას!

650 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 18/08/2020
ბოლო ვადა: 01/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: