ცვლის მენეჯერი

ნიკორა ტრეიდი

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ცვლის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თელავში. გრაფიკი-ანაზღაურება: ** სამუშაო საათები: 11:00-20:00 ** ანაზღაურება: 500-650 ლარი (ფილიალის ფორმატიდან გამომდინარე) ფუნქცია-მოვალეობები: ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა ** დარბაზში პროდუქციის განლაგების, ვადების კონტროლი და ჩამოწერის წარმოება ** პროდუქტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ფასმაჩვენებლის დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტთან განთავსება ** სავაჭრო დარბაზში აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა ** სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია) ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** შრომისმოყვარეობა ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას ** მეგობრულ სამუშაო გარემოს დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე dnapireli@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ცვლის მენეჯერი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/ გისურვებთ წარმატებას!

500 650 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 26/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: